USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაველ ჰერჩინსკი: შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ

პაველ ჰერჩინსკი: შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ

2023-02-10 17:48:10

„ევროკავშირი მხარს უჭერს დაკავშირებადობას და სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ მონაწილეობა მივიღოთ ტრასეკას ყოველწლიურ შეხვედრაში, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას“, -  აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელიც დღეს თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომას დაესწრო.

როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, საერთაშორისო  საზოგადოებისთვის, ქვეყნებისთვის სატრანსპორტო კავშირები არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ორგანიზაციის სურვილია, გლობალური კარიბჭის სტრატეგიით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მდგრად სატრანსპორტო კავშირს, როგორც სარკინიგზოს, ისე საავტომობილოს -  ევროკავშირიდან სამხრეთ კავკასიის, რა თქმა უნდა, საქართველო  გავლით და ცენტრალურ აზიამდე.

„ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, დღევანდელ რეალობაში - უკრაინის მიმართ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიის პირობებში, შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სავაჭრო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლით საქართველო ხდება.

სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები დღეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად  განიხილავენ მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობისა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები