პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96 ხმით დაუჭირა. რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა განხილვის გარეშე გაიმართა. მას სახალხო დამცველად არჩევა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი