საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კენჭისყრამდე დეპუტატებმა გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება.
„პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება", - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება