რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.
მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება“, - აცხადებს პრეზიდენტი.
ანაკლიიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთი გეგმავს საზღვაო-სამხედრო ბაზა განათავსოს. სხვადასხვა გავლენიანი მედია წერს, რომ მოსკოვი ცდილობს სევასტოპოლიდან ფლოტის ნაწილი უფრო აღმოსავლეთისკენ გადაიყვანოს.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა