გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და ADB-სთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის, მათ შორის, ირიგაციისა და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებითაც.
„აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ირიგაციის მიმართულებით, საქართველოში ახალი პროექტი განხორციელდება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, ასევე მომიჯნავე სექტორების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა დონორთან, ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვინც მხარს დაგვიჭერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ქვეყანაში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტულ საინვესტიციო მიმართულებებს (სასურსათო უსაფრთხოება, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, ჰაერის ხარისხი, კლიმატის ცვლილება და სხვა) და პროექტების დაფინანსების მექანიზმებს. აღინიშნა, რომ ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ ყველა პროექტში გათვალისწინებული იქნება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კომპონენტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ახლო მომავალში, ახალი პროექტის დეტალებსა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს დეტალურად განიხილავენ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი