USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყობა

2023-04-12 17:51:26

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, სანზონის N16 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. დასასვენებელი სივრცის ფართობი 6 500 კვ.მ-ია.

 

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, განთავსდება საპარკე სკამები, ასევე, სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი.

 

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

 

„გურამიშვილის გამზირზე საბავშვო გასართობი ზონა და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სანზონის დასახლებას კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

 

პროექტის ღირებულება 830 158 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები