საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ბანკის შეფასებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნომინაციაში და „ქეისის მართვის“ მიმართულებით, პირველ პოზიციაზე დასახელდა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა, სამეულშია საქართველო, თურქეთი და მალავის რესპუბლიკა.
„მსოფლიო ბანკმა შეაფასა დაახლოებით 80-მდე ქვეყანა, რომელთაც აერთიანებს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამკვირვებელია მსოფლიო ბანკი. ამ ქვეყნებს ჰქონდათ საშუალება წარედგინათ ის საქმეები, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და შეცვალეს მოვაჭრეთა ქცევები. ასევე უფრო მეტი გარანტიები შექმნეს მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით.
სულ 6 ქვეყანა დასახელდა გამარჯვებულად, სამი ამ ნომინაციაში და „ქეისის მართვის“ მიმართულებით, საქართველო აღიარებული იყო ერთ-ერთ საუკეთესოდ. ამ ნომინაციაში პირველ პოზიციაზე დასახელდა საქართველო, მეორე პოზიციაზე ჩილე, თუმცა ჯამში ძირითადად სამი ძირითადი ქვეყანა დასახელდა გამარჯვებულად, ეს იყო საქართველო, თურქეთი და მალავის რესპუბლიკა. ამ ქვეყნებში მიღებული გადაწყვეტილებები იყო აღიარებული 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ წარდგენილი ქეისების ფონზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს და შექმნეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეტი გარანტია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, არასრული ორი წელია, რაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.
„მანამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ გარკვეულ სექტორებში მათ შორის საფინანსო, ენერგეტიკაში, კომუნიკაციის სექტორში და დაზღვევის მიმართულებით მომხმარებელთა უფლებების დაცვა, თუმცა 2022 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ რაც ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დირექტივა იყო, ყველა სფერო მოიცვა“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება