Bloomberg-ზე გამოქვეყნებულ სტატიას MKD-ის პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი ეხმაურება.
„ბლუმბერგი“ „კრედიტ სუისს"-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბანკმა დაზარალებულ კლიენტს 210 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.
„ბლუმბერგი“ არ წერს, თუ როდის მოხდა გადახდა და რის გადახდაც მოხდა, თუ რის ანაზღაურება მოხდა ამით. ასევე, თუ რამ განაპირობა ბანკის გადაწყვეტილება გადახდასთან დაკავშირებით.
თუკი ამ საკითხს ჩავშლით, სულ მცირე რამდენიმე რამეს გავიგებთ:
1. თანხის გადახდა მოხდა არა ერთიან გადახდად, არამედ წლების განმავლობაში;
2. როდესაც ვამბობთ წლების განმავლობაში, ვგულისხმობთ 2019-2022 წლის პერიოდს;
3. მოპარული თანხის (პროცესში პირდაპირ Stolen Money ან Unauthorized Transfer სახელით ფიგურირებს) მნიშვნელოვანი პორციის (65%) გადახდა მოხდა დიდი ხნის წინ, 2019 წლის აპრილში და არა ახლა ან შარშან ან შარშანწინ;
4. მოპარული თანხის გადახდის ვალდებულება ბანკს ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვლის ჟენევის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა, რასაც არ ასრულებდა ან ასრულებდა ნაწილობრივ;
5. ბანკისთვის მოპარული თანხისა და ათწლეულის განმავლობაში მასზე დარიცხული პროცენტის გადახდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ჟენევის სასამართლოს 2018 წლის თებერვლის გადაწყვეტილება, არამედ ეს მოხდა სინგაპურის სასამართლოს მკვეთრი ზეწოლის შედეგად, უკვე 2022 წელს (როდესაც მოსამართლემ ლამის მოსთხოვა ბანკს, რომ შემდეგი პროცესისთვის თანხა გადახდილი ჰქონოდა, რადგან გაუგებარი იყო, თუ რას ეფუძნებოდა მის გადახდაზე უარი ან შეფერხება);
6. ეს თანხა არ არის დაკავშირებული არც ბერმუდაზე მიმდინარე დავასთან, არც სინგაპურში მიმდინარე დავასთან, არც შვეიცარიაში მიმდინარე დავასთან და არც სატრასტო კომპანიებში გამოკიდულ თანხებთან. ეს საერთოდ სხვა თანხაა. ამიტომ ყველა ხსენებული დავა და განხილვა გრძელდება. და ა.შ. ამიტომ, იმის თქმა, რომ ბანკმა გადაიხადა 210 მილიონი აშშ დოლარი, არასრული და შეცდომაში შემყვანი ნათქვამია.
ეს არის სასამართლოს მხრიდან დიდი ზეწოლის, არსებული სასამართლო გადაწყვეტილების და წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადახდის ნაყოფი, რომლის ძირითადი პორცია, როგორც ვთქვი, 2019 წლის აპრილს ეკუთვნის და უბრალოდ გაუგებარია ამაზე აწმყოში საუბარი, გარემოებების უგულებელყოფით. სამწუხარო და უხერხულია“, - წერს სანდრო სამადბეგიშვილი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი