2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 660 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში პრეტენზიების რაოდენობა 37%-ითაა შემცირებული. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2023 წლის 10 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 1052 პრეტენზია შეადგინა.
რაც შეეხება ოქტომბრის მაჩვენებელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 62 იყო, მაშინ როდესაც 2023 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 106 შეადგენდა. კლება 71%-ია.
ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მეტი პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართულებით აქვთ. 2024 წლის ოქტომბერში ასეთი 462 პრეტენზია იყო, რაც მთლიანი პრეტენზიების 70%-ია. მომხმარებლებს პრეტენზიები აქვთ ასევე სამომხმარებლო და ავტო სესხებთან მიმართებაშიც.
რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, რომელიც ოქტომბრის მონაცემებს ასახავს, სებ-ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა სულ 62 პრეტენზია დააფიქსირეს, საიდანაც 45 პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართებაშია, 6 ავტო სესხის, 2 მომენტალური განვადების, 1 სამომხმარებლოს სესხის მიმართ დაფიქსირებული პრეტენზიაა, 1 პრეტენზია მოდის ბინის რემონტისთვის განკუთვნილ სესხზე, ხოლო 6 სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში ოფიციალურად გამოხატული უკმაყოფილებაა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება