ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას დაფიზქირებული ვარდნის შემდეგ, დღეს ქართული კომპანიების აქციებზე ფასი იზრდება.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (Bank of Georgia Group PLC) ერთი აქციის ღირებულება 47.50 გირვანქა სტერლინგია და ზრდა 1.50% შეადგენს.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC Bank Group PLC) ერთი აქცია 30.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. დღეს აქციების ღირებულება 1.65%-ით გაიზარდა.
საქართველოს კაპიტალის (Georgia Capital PLC) აქციებზე ფასი 12.46%-ით გაიზარდა. კომპანიის ერთი აქციის ფასი 11.66 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
იგივე თემაზე:
ქართული კომპანიების აქციების ფასის დინამიკა ლონდონის ბირჟაზე - კვირის მიმოხილვა
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება