კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგების გუნდმა პარიზში, ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის შემაჯამებელ კონგრესზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ქართველი ექიმების, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტების სამეცნიერო ნაშრომმა საუკეთესო პოსტერის წოდება მიიღო.
ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) 2022 წლის კონგრესზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 29 000-ზე მეტი ონკოლოგი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო 1912 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა სამეცნიერო კვლევა ძუძუს კიბოს ინოვაციური მკურნალობის შესახებ, რომელზეც ქართველმა ონკოლოგებმა იმუშავეს.
კლინიკური ონკოლოგების გუნდმა, სამეცნიერო კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტები სამი სამედიცინო ცენტრიდან. მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და გაანალიზების შემდეგ მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სადიაგნოსტიკო გამოკვლევები და მკურნალობა ახალი მეთოდით. სწორედ აღნიშნული მონაცემები და შედეგები მოხვდა კლინიკურ კვლევაში, რომელიც ქართველმა ონკოლოგებმა საერთაშორისო კონგრესზე წარადგინეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება