USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურის კონცეფციას საავადმყოფოს თანამშრომლებს 7 აპრილს წარუდგენს

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურის კონცეფციას საავადმყოფოს თანამშრომლებს 7 აპრილს წარუდგენს

2023-04-03 17:27:03

ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 7 აპრილს შეხვდება და კონცეფციას წარუდგენს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ეს ღონისძიება, დეტალურად წარვადგენთ ჩვენი შეთავაზების ყველა პირობას როგორც თანამშრომლებთან, ასევე დეტალურად გავივლით რა ინფორმაციაც გვაქვს ამ ეტაპზე კლინიკასთან დაკავშირებით, რა გზით მივდივართ. რადგან პროცესი არის არცთუ ისე ხანმოკლე. პარალელურად, რამდენიმე კომპანიაში მიდის შეფასებითი სამუშაოები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ტექნიკური თვალსაზრისით, რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია განხორციელდება თუ რა, მივიღებთ უკვე ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა, თანამედროვე კლინიკა და სტანდარტების შესაბამისი, არ შეიცვლება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობას ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს. ასევე საკითხის შესწავლა განაახლა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული ექსპერტების ჯგუფმა და საბოლოო დასკვნა მალე მომზადდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები