USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იტალიამ რუს ოლიგარქებს €2 მილიარდის ღირებულების ქონება ჩამოართვა

იტალიამ რუს ოლიგარქებს €2 მილიარდის ღირებულების ქონება ჩამოართვა

2023-02-21 14:35:19

იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ქონება ჩამოართვა. 

„იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუს ოლიგარქებს ყველაზე მეტი სახსრები გაუყინეს. საუბარია 2 მილიარდ ევროზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ჩვენ მოვაწყობთ ღონისძიებას რომში უახლოეს კვირებში, რათა განვავითაროთ გეგმა და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი კომპანია“, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრეიერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგ, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები