USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ლექვინაძის თქმით, კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს

ირაკლი ლექვინაძის თქმით, კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს

2023-03-23 19:18:16

ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს. 

„კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ერთი მხრივ ეხებოდა გარკვეული პერიოდის წინ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასების ზრდას - რამდენიმე მსხვილმა ფარმაცევტულმა ქსელმა მედიკამენტებზე ფასები პრაქტიკულად ერთ დღეს და ერთდროულად გაზარდა, მეორე მხრივ კი იმ ფაქტს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა - აქაც ქმედება რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მიერაა განხორციელებული, მოკვლევას ვიწყებთ. ეს ორი თემა კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის საკმარისი საფუძველია, რომ მოკვლევის ეტაპზე გადავიდეთ.

ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან დამატებით ინფორმაციას ვცვლით და მოკვლევის დაწყების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ.

მოკვლევა სავარაუდოდ 2 მიმართულებით დაიწყება, ესენია: მსხვილი ფარმაცევტული ქსელების მიერ შესაძლო არაკეთილსინდისიერად შეთანხმებული ქმედება და მეორე მიმართულება შეიძლება იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ.

მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა,რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები