ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი, რომელიც ხელმძღვანელობს Tesla-სა და SpaceX-ს, ფლობს Twitter-ს, კვლავ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეშია.
Bloomberg-ის ცნობით, მასკის წმინდა ქონება $187,1 მილიარდად არის შეფასებული.
მასკმა დაიბრუნა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტული, გადაუსწრო LVMH კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტს (Louis Vuitton Moet Hennessy, "Louis Vuitton - Moet - Hennessy") ბერნარ არნოს, რომლის ქონება $185,3 მილიარდს შეადგენს.
Bloomberg-ის ცნობით, მასკის აქტივები კომპანია Tesla-ს აქციების ფასის თითქმის 70%-ით გაძვირების გამო გაიზარდა.
მილიარდერის ქონების ზრდას ასევე ხელი შეუწყო კომპანიის ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდამ, მას შემდეგ რაც ფასები შემცირდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი