იაპონიამ 2022 წლის მეორე ნახევარში რუსული ნავთობის შესყიდვები 90%-ით შეამცირა. ამის შესახებ რეგულარულ პრესკონფერენციაზე იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა.
რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა იაპონიამ გასული წლის ივნისში გაანულა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციიდან ივლისსა და აგვისტოში მცირე რაოდენობით ნედლეული შეიძინა, ხოლო, სექტემბერში კი ისევ მთლიანად შეწყვიტა ამ ტიპის ენერგორესურსების იმპორტი.
მოგვიანებით ტოკიო რუსულ ნავთობზე „ფასის ჭერის“ მექანიზმს შეუერთდა. შედეგად, ამ ტიპის საწვავის იმპორტი რუსეთიდან იაპონიაში 2022 წელს 56,4%-ით შემცირდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი