USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა - საქსტატი

იანვარში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა - საქსტატი

2023-02-20 11:21:16

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით გაიზარდა და 258.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები