საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში ექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი უცხოეთის ბაზრებზე საავტომობილო ტრანსპორტით გადაიზიდა. მეორე ადგილზეა საზღვაო გადაზიდვები, ხოლო მესამე ადგილი საჰაერო ტრანსპორტს უკავია.
ექსპორტი - სულ | 458,975.3 |
მათ შორის: | |
საავტომობილო | 267,445.6 |
სარკინიგზო | 12,848.2 |
საჰაერო | 23,518.1 |
საზღვაო | 155,061.0 |
დანარჩენი** | 102.3 |
საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 25.2 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი