მეღვინეობა George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი - გიორგი რუხაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანია ჩინეთის ბაზარზე გეგმავს შესვლას.
კომპანიამ ან ბაზარზე პირველი, საცდელი პარტია უკვე გადაზიდა, თუმცა ჩინეთის ბაზარზე შესვლის შესახებ მაშინ განაცხადებენ, როცა მოთხოვნა გაიზრდება და ექსპორტის მოცულობა უფრო მეტი იქნება.
„იკვეთება ჩინეთის ბაზარზე შესვლის პოტენციალი. პირველი შეკვეთა უკვე გადავაგზავნეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ბაზარზე George Grey Winery-ს ღვინოებზე მოთხოვნა გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
George Grey Winery-ს დამფუძნებლის განცხადებით, კომპანიის გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება.
„როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზრებზე ვინარჩუნებთ პოზიციებს. კომპანია წლიურად 100 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. George Grey Winery-ის ღვინოები წარმოდგენილია ევროპაში - ავსტრიაში,გერმანიაში, ჩეხეთსა და შვეიცარიაში. ასევე ექსპორტზე გადის იაპონიასა და უზბეკეთში. გვაქვს მოლოდინი, რომ გაყიდვები 2025 წელს უფრო მზარდი იქნება. მოთხოვნა გაზრდილია, ქვევრის ღვინოებზე, ვიდრე კლასიკურზე, რაც ძალიან კარგია. ქვევრის ღვინო არის საქართველოს ხასიათი, აქედან გამომდინარე რაც შეიძლება მეტი ქვევრის ღვინო უნდა აწარმოოს საქართველომ, უნდა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხი და ბაზარს პრემიალური ღვინო შევთავაზოთ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
George Grey Winery-ს მეღვინეობის ისტორია იწყება რამდენიმე ათეული წლის წინ, ისტორიულ სოფელ წილკანში. ამ რეგიონში ღვინის წარმოება დაახლოებით 1400 წლის წინ დაიწყო. წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ისტორიული ტრადიციებით და გამოცდილებით შეიქმნა ღვინის დაყენების ახალი კონცეფცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს პრემიუმ ხარისხის ქართულ ტრადიციულ ღვინოებს სთავაზობს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება