USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გენადი არველაძე: OECD - ის კვლევაში საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად

გენადი არველაძე: OECD - ის კვლევაში საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად

2023-02-15 23:08:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალურ საქმეთა დირექტორს ანდრიას შაალს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრა OECD - ის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო პასუხისმგებლიანი  ბიზნესის   ხელშეწყობა  და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში. 

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან და მადლობა გადაუხადა ანდრიას შაალს ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის 2025 წლამდე გაგრძელებისთვის. მისი თქმით, საქართველო 2010 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ამ პროგრამასთან, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის რეფორმის მიმართულებით. 

გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მომზადებისას OECD - ისთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის SME Policy Index - ის სამივე რაუნდის (2012, 2016, 2020) შეფასებებში საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეფასების მეოთხე რაუნდში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება მის მიერ გატარებული რეფორმების და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წელ საქართველოში OECD - ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი და არაწევრი ქვეყნების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში OECD - ის გენერალური მდივანი ეწვევა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები