უკრაინული მედიის ცნობით, გუტერეში კიევში ღამით ჩავიდა. ეს გაერო-ს გენერალური მდივანის მესამე ვიზიტია უკრაინაში, რაც ამ ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.
გაერო-ს გენმდივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მარცვლეულის შეთანხმების გასაგრძელებლად მოლაპარაკებებისთვის შეხვდება.
2022 წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ შემუშავდა, რომლის საფუძველზეც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვა დაიწყო.
„მარცვლეულის შეთანხმების“ ვადაც 18 მარტს იწურება.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი