USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკომისიამ თაფლის ფალსიფიცირებაზე გამოძიება 44 კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო

ევროკომისიამ თაფლის ფალსიფიცირებაზე გამოძიება 44 კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო

2023-03-24 09:41:14

ევროკავშირში ექსპორტირებული თაფლის თითქმის ნახევარი - მარაგის 46% ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება .

მონაცემები ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრმა წარმოადგინა. 

ჩინეთიდან იმპორტის 74% უხარისხო პროდუქტი აღმოჩნდა, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთიდან თაფლის 100% არ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს. კომისიამ  მთელ ევროპაში 320 ნიმუში გამოსცადა. 

საფრანგეთში აღებული 21 ნიმუშიდან მხოლოდ ოთხი აღმოჩნდა „ნამდვილი“ თაფლი. გერმანული მაღაზიების თაროებიდან 30-ზე მეტი ნიმუშიდან ნახევარზე ნაკლებმა გაიარა ტესტი.

ამასთან, წინა შემოწმებამ, ექვსი წლის წინ, უხარისხო იმპორტის მხოლოდ 14% აჩვენა.

დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა თაფლში უცხო შაქრის დამატებაა, როგორიცაა ჭარხლის ან ბრინჯის სიროფი. ეს არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში, მაგრამ ამცირებს თაფლის სასარგებლო თვისებებს - ისევე როგორც მის ღირებულებას.

ევროკომისიამ გამოძიება 44 კომპანიაზე დაიწყო, საიდანაც 7 სანქცია უკვე დაწესებულია. ევროპელების მიერ მოხმარებული თაფლიდან იმპორტი დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები