USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

2023-03-01 14:10:09

ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლამდე გადაიდო

ახალი წესის ამომქმედების შედეგად, მოგზაურებს, რომლებიც ევროპას 2024 წლიდან ეწვევიან, გამგზავრებამდე ნებართვის მიღება მოუწევთ. 

ვიზიტორებისთვის, რომლებიც მამანდე ევროპაში უვიზოდ მოგზაურობდნენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება სავალდებულო გახდება. 

განაცხადის შევსება გამგზავრებამდე, ელექტრონულად იქნება საჭირო. საფასური 7 ევროა. 

ამასთან, მიღებული ნებართვა ძალაში რჩება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები