გულახდილი ვიქნები, ჯერ არ ვიცი სად ვიქნები - Business Insider Georgia-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელსაც უფლებამოსილება დღეს ეწურება.
„7 წელი არ არის მოკლე დრო იმისთვის, რომ გარკვეულწილად დამუხტული არ იყო ამ ყველაფრით. ეს ბევრ რამეს ამჩნევს თავის კვალს. აქედან გამომდინარე რაღაცა პერიოდი მინდა ვნახო რა არის ცხოვრება ასეთი თანამდებობის გარეშე. გარდა ამისა საქართველოშიც მიმუშავია, უცხოეთშიც მიმუშავია და მინდა კარგად მოვიფიქრო რა სჯობს ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის ამ შემთხვევაში, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ მომავალი სამსახური ეკონომიკასთან იქნება დაკავშირებული. არის რაღაც შემოთავაზებებიც და დაინტერესებაც. ნამდვილად ეს სფერო იქნება და ყოველთვის ვიცი ამ ინსტიტუტის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიქნები“, - ამბობს კობა გვენეტაძე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი