ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის რყევებსა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ ელოდება.
მისი თქმით, დღესდღეობით ეროვნული ვალუტა შეინარჩუნებს სტაბილურობას, თუმცა შესაძლოა, გვქონდეს მცირე გაუფასურება, რაც წლის დასაწყისშიც იყო მოსალოდნელი, რადგან საარჩევნო პერიოდში ბევრი ლარი ხვდება მიმოქცევაში.
„მეორეს მხრივ მოქალაქეები ცდილობენ, რომ საკუთარი დანაზოგები შეინახონ დოლარში. ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ყოველთვის ამას დარტყმა აქვს ხოლმე ლარზე. თუმცა ბაზარზე ძლიერ რყევებსა და ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს კაპანაძე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ტრანზაქციებსაც აფასებს .
„ეროვული ბანკის გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენ ბოლო 10 დღის განმავლობაში ვხედავთ, არის აბსოლუტურად სწორი, რადგან პოლიტიკურად დაძაბული საარჩევნო გარემო გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მათ შორის ლარის გაცვლით კურსზე. იმისათვის, რომ გარკვეულმა მოლოდინებმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმა, ასევე ერთჯერადმა ტრანზაქციებმა არ მოახდინოს ერთჯერადი გავლენა ლარის კურსზე და ჩვენ არ მივიღოთ სწრაფი დევალვაცია, პულსზე ხელი ედოს ეროვნულ ბანკს და საჭიროების შემთხვევაში მყისიერად ჩაერიოს“,- აცხადებს კაპანაძე.
მისი თქმით, სავალუტო ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესაა, რომ შეაჩეროს ბაზარზე ლარის გაუფასურება, თუკი ეს ფუნდამენტური ფაქტორებიდან არ არის გამოწვეული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება