ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებისა და პირველადი მოთხოვნილების იმპორტულ სურსათზე ფასების შემცირების მიუხედავად, მარკეტებში მათი ღირებულება თითქმის უცვლელია, რაც განსაკუთრებით უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე აისახება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაევალა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს გამოსავლის ძიება შექმნილი ვითარებიდან.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მომხმარებელმა პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად კონკურენტულ პირობებში უნდა მიიღოს.
აქვე გადაწყდა, რომ მომზადდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა ცალკეული დასახელების პირველადი მოთხოვნილების სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც მოხდება შეთანხმება მთავრობას, დისტრიბუტორებსა და მარკეტებს შორის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს საცალო ვაჭრობის შესახებ, რომელშიც შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნები აისახება. კანონპროექტის განხილვის პროცესში ბიზნესი აქტიურად ჩაერთვება.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი