საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 83.6 პროცენტი შეადგინა.
საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი:
1. რუსეთი - $87.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105%- ექსპორტში წილი 19.1%;
2. სომხეთი - $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%- ექსპორტში წილი 15.2%;
3. აზერბაიჯანი - $51.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11% - ექსპორტში წილი 11.3%;
4. ყაზახეთი - $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433% - ექსპორტში წილი 7.2%;
5. ჩინეთი $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14% - ექსპორტში წილი 6.9%;
6. თურქეთი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14% - ექსპორტში წილი 6.8%;
7. ბულგარეთი - $25.7 მილიონი, კლება წინა წელთან -48% - ექსპორტში წილი 5.6%;
8. ესპანეთი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 332% - ექსპორტში წილი 4.2%
9. პერუ - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 461%- ექსპორტში წილი 3.7%;
10. ყირგიზეთი - $16.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1,031%.-ექსპორტში წილი 3.6%;
ამასთან, საქსტატისვე ცნობით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი 87.8 მილიონის საქონელი რუსეთში გავიდა.
ამ მონაცემებით ჩანს, რომ დსთ-ში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ექსპორტის 60%-ს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა და 16% შეადგინა. დსთ-ს ბაზარზე საქართველომ მეტი საქონელი გაიტანა, ვიდრე ევროკავშირში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი