დაესწრება თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ აქვს.
„სხდომის დაწყებამდე ვერ გახდება ცნობილი დაესწრება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოზე მისი იმპიჩმენტის განხილვას“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
ამის შესახებ ინფორმაცია სოცალური ქსელ Faცebook-ში თავად პრეზიდენტმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. რის შემდეგაც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია. 1-ელ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იგივე თემაზე:
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება