USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რუსეთიდან რამდენმა რეზიდენტმა პირმა გახსნა ანგარიში ქართულ ბანკებში

ცნობილია, რუსეთიდან რამდენმა რეზიდენტმა პირმა გახსნა ანგარიში ქართულ ბანკებში

2023-02-16 13:11:39

2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა პირმა გახსნა ანგარიში. აღნიშნულია სებ-ის წერილში, რომელიც Business Insider Georgia- ს პარლამენტის წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიაწოდა. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი საქართველოს ეროვნული ბანკიდან ითხოვდა ინფორმაციას, თუ რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გახსნა ანგარიში ქართულ ბანკებში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე.

სებ-ის ინფორმაციით, სტატისტიკა მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს, რადგან 2023 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

სებ-ის ინფორმაციით, 24-28 თებერვლის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში გახსნილი ანგარიშების სტატისტიკა ასეთია: 

მარტი - 7883;

აპრილი - 10 077;

მაისი - 6 649;

ივნისი - 7 374;

ივლისი - 6 985;

აგვისტო - 6 409;

სექტემბერი - 10 016;

ოქტომბერი - 27 784;

ნოემბერი - 15 994;

დეკემბერი - 10 778;

ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ  შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა დუბლირებულ მონაცემებს მოიცავდეს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები