USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რამდენი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში

ცნობილია, რამდენი ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში

2023-04-14 23:58:20

ცნობილია 2022 წლის განმავლობაში საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების რა წილი შეძინეს უცხეთის მოქალაქეებმა. იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია სადეპუტატო კითხვით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.

იუსტიციის სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს. 

უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შესყიდული ბინების რაოდენობა - TOP 5 ქვეყანა: 

2022 წელი:

  • რუსეთი - 6062 ბინა, მყიდველია 4520 ადამიანი;  
  • ისრაელი - 1892 ბინა, მყიდველი 1263 ადამიანი;
  • უკრაინა - 1321 ბინა, მყიდველი 880 ადამიანი;
  • ირანი - 650 ბინა, მყიდველი 382 ადამიანი;
  • თურქეთი - 473 ბინა, მყიდველი 307 ადამიანი;

2023 წლის პირველი კვარტალი:

  • რუსეთი - 2187 ბინა, მყიდველი 1679 ადამიანი;
  • ისრაელი - 671 ბინა, მყიდველი  472 ადამიანი;
  • უკრაინა - 520 ბინა, მყიდველი 344 ადამიანი;
  • ბელორუსი - 164 ბინა, მყიდველი 135 ადამიანი;
  • თურქეთი - 143 ბინა, მყიდველი 102 ადამიანი;

ამასთან, მოცემული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალშისაქართველო უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობენ  რანის, პოლონეთის,გერმანიის, ყაზახეთისა და სომხეთის მოქალაქეები, რომელთაც ჯამში 566 ბინა შეიძინეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები