2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, მას შემდეგაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ჯანდაცვასთან მიმართებით დამოკიდებულება შეიცვალა - ამის შესახებ იმედის დილის“ პირდაპირ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორს გიორგი აბაშიშვილს ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
„საქართველოში პაციენტს უფრთხილდებიან, ეს არის მთავარი მიდგომა და ამავდროულად მიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიდგომამ გაამართლოს, უნდა შექმნას შესაძლებლობა, რომ, რაც შეიძლება მეტად ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს პაციენტის მკურნალობა.
2012 წლამდე, სახელმწიფოს მართავდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობაში დახარჯული ფული, შავ ხვრელში გადაყრილი ფულია. 2012 წლის შემდეგ კი, პაციენტის უფლება და ინტერესი მოექცა პირამიდის ყველაზე მაღალ პოზიციაზე, ამის გამოხატულებაა ყველა ის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც განხორციელდა. DRG განფასების სისტემის დანერგვა, ჰოსპიტალურ სერვისებზე ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ყველა ეს საკითხი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, რომ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები.
მთავარი ამოცანაა, საჯარო ადმინისტრირების გზით, დაბალანსებულად ვარეგულიროთ, რა თქმა უნდა პრიორიტეტით პაციენტის უფლების და ინტერესის, მაგრამ ამავდროულად, ბიზნეს ინტერესების შელახვის გარეშე. გაუმართლებელი წნეხი არ იქნებოდა მისაღები არცერთ შემთხვევაში, ვინაიდან ეს არის ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც უნდა განვითარდეს პროცესები, თავის მხრივ კერძო სექტორიც. მნიშვნელოვანია სამართალდარღვევების პრევენცია ჯანდაცვის სექტორში, იმისათვის, რომ ქართული ჯანდაცვის სექტორის რეპუტაციაც გაიზარდოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება