ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
[ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიაზე] ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორზე, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს. მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა.
სარკისებურად განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება. რისი იმედიც მაქვს ჩინეთის მთავრობის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასე რომ ძალიან პოზიტიური იყო კომისიის მუშაობა და დაიგეგმა რეგულარული კომისიების ჩატარება მომდევნო წლებში, იმისთვის, რომ გარკვეული საკითხები, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ სრულდებოდეს ეფექტურად“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან გაუუქმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება