USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ „დელტა“ 2 500 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას €87 5000 შეიძენს

ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ „დელტა“ 2 500 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას €87 5000 შეიძენს

2023-03-20 09:00:42

სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" 2500 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას (LOZA 2M) შეიძენს, რაშიც 875000 ევროს გადაიხდის.

5000 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შესყიდვის მიზნით „დელტას“ მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, შესაბამისად მარაგის შესავსებად კომპანია იძულებულია რაკეტები გამარტივებული შესყიდვის წესით იყიდოს.

„დეტლაში“ განმარტავენ, რომ სეტყვასაშიში პერიოდი კახეთის რეგიონში იწყება მარტის თვიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, მეტეოროლოგიური პირობების არამდგრადობისა და სეტყვასაშიში პირობების მასიურობის გამო რაკეტების გასროლა ხორციელდება ინტენსიურად. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების დარჩენილი მარაგი არ არის საკმარისი სსიპ სსსტც "დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის. სისტემის შეფერხებით მუშაობა კი გამოიწვევს მნიშვნელოვან ზარალს კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის.

როგორც ცნობილია, „დელტა“ 2015 წლიდან ახორციელებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვას. ამ დროისთვის 90 ლოკაციაზე, კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს 90 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელთა საშუალებითაც ხდება იმ მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილება, რაც შესაძლოა მიადგეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და უძრავ/მოძრავ ქონებას.

2022 წლის 7 თებერვლის №22-68 ხელშეკრულებით (CMR220031539) სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ შეისყიდა 5000 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა (ერთეულის ღირებულებით 274 ევრო), საიდანაც დარჩენილია მხოლოდ 1750 ერთეული რაკეტა.

„დელტამ“ 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყო მზადება 2023 წლის სეტყვის სეზონისათვის და პერმანენტულად ხდებოდა ინფორმაციის განახლება რაკეტების ფასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ზუსტად განისაზღვრა 2023 წლის სეზონისთვის შესასყიდი რაკეტების რაოდენობა და დაიგეგმა შესყიდვა, მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, იმ დროისათვის მოქმედი უმცირესი ფასის (312 ევრო) შესაბამისად გამოცხადდა ტენდერი 5 000 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შესყიდვის მიზნით, რომელიც არ შედგა.

პოტენციურ მიმწოდებლებთან განმეორებითი კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ამ ტენდერის შედეგი გამოიწვია ტენდერის მიმდინარეობისას ფასების ზრდამ.

2022 წელს სეზონის მიმდინარეობისას გახარჯული რაკეტები თვეების მიხედვით:

აპრილში გასროლილია 444 რაკეტა.
მაისში გასროლილია 1023 რაკეტა.
ივნისში გასროლილია 1854 რაკეტა.
ივლისში გასროლილია 61 რაკეტა.
აგვისტოში გასროლილია 6 რაკეტა.
სექტემბერში გასროლილია 220 რაკეტა.

სეტყვის სამუშაოების ჩატარებისას ფიზიკურმა ეფექტურობამ 95% შეადგინა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები