USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბოინგ 767-300“-ით პირველი ფრენა გერმანიაში შესრულდება, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გულშემატკივრები მიგვყავს - თამაზ გაიაშვილი

„ბოინგ 767-300“-ით პირველი ფრენა გერმანიაში შესრულდება, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის გულშემატკივრები მიგვყავს - თამაზ გაიაშვილი

2024-06-14 16:41:00

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „ბოინგ 767-300“-ით პირველი ფრენა გერმანიაში შესრულდება, და თვითმფრინავის ბორტზე ქართველი გულშემატკივრები იქნებიან, რომლებიც ეროვნული ნაკრების საქომაგოდ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

„ ბოინგ 767-300, კომპანიას განვითარების სერიოზულ შესაძლებლობას აძლევს. მოთხოვნა არის ფრენებზე აზიის მიმართულებით. ვგეგმავთ ფრენების განხორციელებას ტაილანდში, ჩინეთსა და ინდოეთში. ჩინეთის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ამავე დროს ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, მოვიზიდავთ უფრო მეტ ვიზიტორს და ეს ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მგზავრს. „ბოინგ 767-300“ ძალიან კომფორტულია მგზავრისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სერვისის მომხმარებელი იყოს კმაყოფილი“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მისივე განცხადებით, Georgian Airways-ის ავიაპარკი კიდევ გაიზრდება.

„კიდევ ვგეგმავთ ამ ტიპის თვითმფრინავების ჩამოყვანას და წლის ბოლომდე კიდევ ორ ავიალაინერს დავიმატებთ“, - აღნიშნა გაიაშვილმა.

იგივე თემაზე: 

საქართველოს ავიაციაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი Georgian Airways-ს ჰყავს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები