უმსხვილესი კრიპტოვალუტა, Bitcoin-ი პარასკევს 8%-ით გაუფასურდა და მისი ღირებულება კვლავ 20 000 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.
ამის შესახებ კრიპტოვალუტის ბირჟის Coindesk-ის მონაცემებშია ნათქვამი.
პარასკევს, დილის 11:10 საათზე, კოტირებები 19,9 ათას დოლარზე შეჩერდა და Bitcoin-მა დღეში 8% დაკარგა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 19,79 ათას დოლარამდე შემცირდა.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის ნოემბერში Bitcoin-ის ფასმა 69 ათას დოლარზე მეტს მიაღწია, კრიპტოვალუტა იმავე წლის ბოლოს დაეცა და ვარდნა 2022 წლის განმავლობაში განაგრძო და 2023 წლის დასაწყისში დაახლოებით 16,6 ათასი დოლარის ნიშნულამდე დაეცა.
თებერვლის შუა რიცხვებში Bitcoin-ის ფასი 50%-ით გაზარდა და ერთ მომენტში $25,000-ს მიაღწია. ახლა, კრიპტოვალუტა იანვრის შუა რიცხვებიდან $20,000-ზე ქვემოთ პირველად დაეცა.
ექსპერტების შეფასებით, Bitcoin-ის ვარდნა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის გზავნილებს უკავშირდება მონეტარული პოლიტიკის სავარაუდო შემდგომ გამკაცრებასთან დაკავშირებით - Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა ამ კვირის დასაწყისში კონგრესს განუცხადა, რომ Fed-მა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ინფლაცია 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს.
ამასთან, Bitcoin-ის გაუფასურებაზე იმოქმედა იმანაც, რომ კრიპტოკრედიტის გამსესხებელმა Silvergate Bank-მა გასულ კვირას კრახი განიცადა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი