USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბინის ტრანზაქციებში რუსების წილი ბათუმში 17.6%-მდე გაიზარდა, თბილისში - 4.4%-მდე - კვლევა

ბინის ტრანზაქციებში რუსების წილი ბათუმში 17.6%-მდე გაიზარდა, თბილისში - 4.4%-მდე - კვლევა

2023-02-21 18:05:49

ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ნაწილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქმნიან. გასული წლის სექტემბერში ბინების ყიდვაში უცხოელების წილი 8.8% იყო. ერთ თვეში უცხოელებმა 350 ბინა შეიძინეს.

„უცხოელების მონაწილეობა თბილისში სახლი/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 8,8%-მდეა გაზრდილი (სექტემბერი), თუმცა ეს ჩამორჩება 2019 წლის მაქსიმუმს, რომელიც 9% იყო ივლისის თვეში.

აქედან გამომდინარე მყიდველების უმრავლესობას თბილისში საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ; უცხოელების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

მიუხედავად ამისა რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა ამ ტრანზაქციებში იმდენად სწრაფად არ იზრდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსების რაოდენობა, ან თუნდაც რუსეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა.

ეს უკანასკნელი 2022 წლის ოქტომბერში 7,7-ჯერ აღემატებოდა 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებელს. რუსეთის მოქალაქეების წილი სახლი/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში კი 0.9%-დან (იანვარი) 5%-მდე (ოქტომბერი) გაიზარდა თბილისში, ხოლო ბათუმში 5%-დან (იანვარი) 17,6%-მდე (ნოემბერი).

შეიძლება ითქვას, რომ გზავნილების მცირე ნაწილი ხმარდება უძრავი ქონების შეძენას, უფრო მეტი კი სხვა ხარჯებზე მოდის (კვება, ქირა და ა.შ.);

რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ქართული წარმომავლობა აქვთ, თბილისში უფრო მეტად ყიდულობენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე ბათუმში. დანარჩენი ნაწილი კი პირიქით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები