რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ბელგოროდის ოლქის ვალუისკის ურბანულ რაიონში ჩამოვარდა.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მედიის ცნობით, ჩამოვარდა თვითმფრინავი სუ-25.
„ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. შემთხვევის მიზეზებს იძიებენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა გლადკოვმა.
BAZA წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სოფელ ორეხოვოს გარეუბანში ჩამოვარდა. თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა. მფრინავის დაღუპვას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სუ-25 ბელგოროდის რეგიონში, საბაზო აეროდრომზე დაბრუნებისას ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ავარია ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი