ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია აქტივობას იწყებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ასოციაციის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ IT სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები წევრმა კომპანიებმა ერთად დაძლიონ.
„დღეს ვიმყოფებით ICTA-ს ტექნოლოგიური კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიებაზე. ჩვენს კოლეგებთან ერთად ვართ ამ ასოციაციის წევრები და ვთვლით, რომ ინდუსტრიას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, სადაც 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ოპერირებს, მათ შორის ძალიან სწრაფად მზარდი ადგილობრივი ელემენტი, ვფიქრობ, რომ ეს ასოციაცია თავისი აქტივობებითა და წევრების ერთსულოვნებით, შეძლებს IT ინდუსტრიისთვის ხელის შეწყობასა და ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას.
ბაზარზე არსებული კონკურენციის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ერთმანეთის მოკავშირეები და კოლეგები ვართ, რადგან გამოწვევები, იმისთვის რომ IT ინდუსტრია განვითარდეს არის საერთო. შესაბამისად, ვთვლით, რომ როგორც ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები ვისაც ესმის პრობლემები, გამოწვევები და შესაძლებლობები რომელიც დარგშია, ამის შესახებ უფრო ხმამაღლა ვიტყვით“, - ამბობს გიორგი ციკოლია.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია 2020 წელს დაარსდა, როდესაც საქართველოში IT სექტორი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. საერთაშორისო კომპანიის სტატუსმა და მიმზიდველმა ბიზნეს გარემომ, საქართველო მომხიბვლელი გახადა საერთაშორისო კომპანიებისთვის, შედეგად 2023 წლის მდგომარეობით 100-მდე საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია ოპერირებს საქართველოში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება