USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქართულებაზე - ავთანდილ კასრაძე

მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქართულებაზე - ავთანდილ კასრაძე

2024-06-06 19:00:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, IT სექტორის განვითარების ფონზე, იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გაქართულება. 

„პროცესი უკვე დაიძრა, რათა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ქვეყნის ეროვნული სტრატეგია დაიწეროს. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრის ჩამოყალიბება.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს ამ საკითხის ინტენსიური განხილვა, თუ რა ფორმატით უნდა შეიქმნას ეს ცენტრი, როგორი უნდა იყოს მისი სტაფი და მკვლევრების კვალიფიკაცია და რა მიმართულებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მისი ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი სავარაუდოდ 2025 წლის დასაწყისისთვის შეიქმნება. 

„მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქრთულებაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აწყობა, რადგან უნდა გაკეთდეს დატა ცენტრი, რათა ქართულ ენაზე მოხდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება. მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ დაგვეხმარონ და მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გვჭირდება“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები