USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება 10 თვის შემდეგ დროებით განახლდა

ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება 10 თვის შემდეგ დროებით განახლდა

2023-03-02 09:20:58

10 თვის განმავლობაში პირველად, ბაქო-სუფსის მილსადენით კასპიის ზღვაში აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოების ბლოკიდან, საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირება მცირე ხნით განახლდა.

კომპანია BP-ი რომელიც ოპერირებას უწევს როგორც ACG საბადოს, ასევე ბაქო-სუფსის მილსადენს, ადასტურებს, რომ ნავთობის ტრანსპორტირება განახლდა.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენმა მუშაობა ივნისში შეაჩერა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითი“ იყო და  ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე გადამისამართდა.

BP-ის წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის დახურვა „გამფრთხილებელი ზომებით“ იყო გამოწვეული.

BP-ის წარმომადგენელის განცხადების შემდეგ მედია წერდა, რიომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი დაზარალდა.

მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება BP-მ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება მაისამდე გააგრძელა. შემდეგ  BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილსადენი ივნისშიც არ იმუშავებდა. 

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-სუფსის მილსადენით მიედინება საქართველოს სუფსის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ტანკერებით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება.

მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 7,2 მილიონი ტონაა. შექმნილ ვითარებაში ტექნიკურად ადვილია ნავთობის გადამისამართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს მიმართულება უფრო ძვირია.

2021 წლის იანვარში Botas-ის ოპერატორმა გაზარდა ტრანზიტის საფასური - BTC-ით თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 0,55 დოლარიდან 1,50-2 დოლარამდე ბარელზე. მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენზე ტრანზიტის ღირებულება ბარელზე მხოლოდ 0,42 დოლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები