იანვარ-თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა აზერბაიჯანში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 113,9% შეადგინა, მათ შორის კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე 117,3%, არასასურსათო პროდუქტებზე 112,2%, ხოლო მომსახურების სექტორზე 110,6%.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 101.5%, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით 114.1% იყო.
სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს სამომხმარებლო ფასების ინდექსმა თებერვალში წინა თვესთან შედარებით 101.8%, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით 117.1% შეადგინა.
გასულ თვეში არასასურსათო პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 100.4%, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით 112.2% იყო.
მოსახლეობის ფასიან მომსახურებაზე სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წინა თვესთან შედარებით 102%, ხოლო გასული წლის თებერვალთან შედარებით 111.4% შეადგინა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი