„გამოკითხული ეკონომისტების მხოლოდ 17% აფასებს დადებითად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება“, - ამის შესახებ PMC RC-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების (39%) არ არის დარწმუნებული როგორ შეაფასოს ეს გადაწყვეტილება.
ტოლია წილი იმ ეკონომისტებისა (17%), ვინც გადაწყვეტილებას დადებითად ან უარყოფითად აფასებს. აღსანიშნავია რომ, რომ არცერთი გამოკითხული ეკონომისტი არ აფასებს გადაწყვეტილებას ძალიან დადებითად, 11% კი მას ძალიან უარყოფითად აფასებს.
PMC RC-ის კვლევითმა ცენტრმა 2023 წლის I კვარტალის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვა გამოაქვეყნა. პროექტში საქართველოდან 60 ექსპერტი მონაწილეობს. კვლევა 2023 წლის თებერვალში ჩატარდა.
20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი