გიზიარებთ ბლოგს: ჩვენი ცხოვრების ტემპი სწრაფია. ალბათ ხშირად გქონიათ ისეთი მომენტები, როდესაც რაღაცას ვერ ასწრებთ – შვებულება ახლოვდება და სამსახურის საქმეების გამო მოგზაურობის დასაგეგმად ვერასდროს იცლით ან თანხის დაგროვებაზე, სხვა ფინანსურ საკითხებზე გამოცდილი მრჩეველი გჭირდებათ.
ამ ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეგიძლიათ გახდე SOLO მომხმარებელი. ეს სერვისი აერთიანებს თქვენზე მორგებულ საბანკო მომსახურებას და Lifestyle შესაძლებლობებს, იქნება ეს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, მასტერკლასებზე თუ ვორკშოპებზე დასწრება ან, თუნდაც, მხოლოდ SOLO-ებისთვის შექმნილი ექსკლუზიური შეთავაზებები.
ამ ბლოგში სწორედ SOLO-ს საბანკო და არასაბანკო უპირატესობებზე მოგიყვებით, ჩამოგითვლით იმ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO:
შესაძლოა, გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ფინანსური მრჩეველი, ადამიანი, რომელიც პერსონალურად გიცნობთ, გთავაზობთ სხვადასხვა საბანკო ან Lifestyle პროდუქტს და გეხმარებათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებს აერთიანებს SOLO ბანკირი – ის, ვინც მუდმივად მზად არის დაგეხმაროთ და თქვენი ყოველდღიურობა გაამარტივოს.
საბანკო სერვისებიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქცია თანხის გამოტანა, ანუ განაღდებაა. თუ ხშირად გიწევთ დიდი თანხის გამოტანა ან სხვისთვის ნაღდი ფულის მიცემა, როგორც SOLO მომხმარებელს, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს დისკომფორტი სრულად აიცილოთ თავიდან და დღიურად 50 000-ლარიანი განაღდების ლიმიტით ისარგებლოთ.
თუ თანხის დაზოგვას დააპირებთ, შეგიძლიათ პრემიუმ ანაბარი გახსნათ – სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის შექმნილი სადეპოზიტო პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ანაბრის მოსახერხებელი პირობებით ისარგებლოთ.
მათ შორის, დაამატებთ ან გამოიტანთ თანხას საჭიროებისას, ნებისმიერ დროს. დაგროვებულ თანხაზე კი სტანდარტულზე უფრო მაღალი პროცენტიც დაგერიცხებათ. თქვენი მიზნების სწრაფად და მარტივად მისაღწევად ასე უკვე პირველ დიდ ნაბიჯს გადადგამთ.
ყოველდღიურობაში გართულს, თუ მეგობრის დაბადების დღისთვის საჩუქრის ყიდვა დაგავიწყდათ ან მოგზაურობის დასაგეგმად ვერ მოიცალეთ, შეგიძლიათ უკვე აღარ ინერვიულოთ, რადგან Visa კონსიერჟი მოგიგვარებთ ნებისმიერ არასაბანკო საკითხს.
მაგალითად, თქვენ ნაცვლად შეიძენს და გაგზავნის საჩუქარს, დაგიჯავშნით რესტორანს, დაგიგეგმავთ მოგზაურობას ან დაგეხმარებათ საყვარელი სპექტაკლის ბილეთის ყიდვაში. კონსიერჟს ჩატის საშუალებით შეგიძლიათ მიწეროთ და 24/7 გიპასუხებს.
როგორც გითხარით, SOLO საკუთარ მომხმარებლებს ბევრ ექსკლუზიურ სერვისს სთავაზობს, მათ შორის როგორც საბანკო, ასევე Lifestyle უპირატესობებს. ერთ-ერთი განსაკუთრებული ისაა, რომ თუ ანგარიშზე მინიმუმ 1000 ლარი გექნებათ განთავსებული, ჩვენგან სარგებლის სახით ამ თანხის 2%-დან 4%-მდე დაგერიცხებათ.
ალბათ გაიგებდით, რომ საქართველოს ბანკი მობილბანკში ყოველდღიურობა ჯილდოვდება – სხვადასხვა საჩუქარს იღებთ ისეთ აქტივობებში, რასაც მანამდე ისედაც აკეთებდით.
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა სწორედ SOLO დებიუტანტია – გახდით SOLO და სხვა უპირატესობებთან ერთად მიიღეთ საჩუქარი მობილბანკშიც.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება