USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა - საქსტატი

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა - საქსტატი

2023-02-16 12:30:14

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (25.6 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული.

ელევატორების 23.1 პროცენტი ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 12.8 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 5.1 პროცენტი - გურიის რეგიონში და 2.6 პროცენტი - აჭარის რეგიონში:

2022 წლის IV კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 10 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 113 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 552 კაცით განისაზღვრა.

2022 წლის IV კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 108.4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 70.5 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2022 წლის IV კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 55.8 მლნ. ლარის ღირებულების 43.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 65.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 88.5 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 48.5 პროცენტს, ნოემბერში - 47.7 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 48.9 პროცენტს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები