2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73.6 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით არის შემცირებული. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი 18.6%-ია.
2022 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალში აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა.
რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ.
აკრძალვის ამოქმედებამდე, 2021 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 14.3 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, (აზარტული თამაშების რეკლამის გარეშე) 2022 წელს მაუწყებლებმა 6.7 მილიონი ლარით მეტი თანხა მიიღეს და ჯამში სარეკლამო ბაზარი 9.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი კომერციული სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წელთან შედარებით 4.4%-ითაა შემცირებული და 6.3 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 85.1% რეკლამას, ხოლო 14.7% სპონსორობას უკავია.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება