„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით შემცირდება.
როგორც მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფასის შემცირება პურის წონაზე არ აისახება.
„ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა, ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება“, - განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, ქსელურ მაღაზიებში ფაისის დაკლება ორგანიზებულად მოხდება. „თუმცა უბნის და საოჯახო მაღაზიებში არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება",- აცხადებს მალხაზ დოლიძე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი