USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს მოლოდინი, რომ აჭარაში 2025 წლისთვის 6 მილიონ ტურისტს მივიღებთ - ბათუმის მერი

გვაქვს მოლოდინი, რომ აჭარაში 2025 წლისთვის 6 მილიონ ტურისტს მივიღებთ - ბათუმის მერი

2024-06-06 10:37:00

აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა სერვისების კუთხით, რეგიონსა და ბათუმში გვაქვს საკმაოდ ბევრი სიახლე, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში რამდენიმე განთავსების ობიექტი და ატრაქცია გაიხსნა. ბათუმის მერის განცხადებით, აჭარაში მიმდინარე სეზონზე ტურიზმის მიმართულებით ზრდა ფიქსირდება.

„ტურისტული ნაკადების ზრდაა 2024 წლის პირველ კვარტალში. ასევე ზრდაა 2023 და 2019 წელთან მიმართებითაც. გაიხსნა ახალი სასტუმრო ობიექტები, რეკრეაციული ზონები, შემეცნებითი სივრცეები.

ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ, მოლოდინი გვაქვს, რომ რომ აჭარაში 2025 წლისთვის 6 მილიონ ტურისტის მიღებისთვის ვემზადებით, 2023 წელს 4 მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ“, - განაცხადა ბათუმის მერმა.

მისი ინფორმაციით აჭარაში, აპრილში ტურისტების რაოდენობის ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10% შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები