Georgian Wings-მა მოლდოვაში ტურიზმის სექტორს ავიაკომპანიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
მიმდინარე წლის 15 აპრილს, მოლდოვას დედაქალაქ კიშინაუში ,,Georgian Wings”-მა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ავიაკომპანიის პრეზენტაცია გამართა.
Georgian Wings-მა მოლდოვას ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო. ავიაკომპანიის ექსკლუზიური პრეზენტაცია იყო პლატფორმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის, დეტალურად გასცნობოდნენ ავიაკომპანიის ისტორიას, არსებულ მარშრუტებსა და სამომავლო გეგმებს.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძემ, მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა ანდრეი კისტოლმა და კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა.
ავიაკომპანიის პრეზიდენტის შალვა კიკნაძის განცხადებით „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა წარმოგვედგინა და გაგვეცნო Georgian Wings-ის საქმიანობა, ამჟამინდელი არსებული მარშრუტები და სერვისები მოლდოვას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს საელჩოსთან მოლდოვას რესპუბლიკაში ფასდაუდებელი იყო ორ ქვეყანას შორის, მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან მოლდოვაში საქართველოს მდიდარი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.
აღნიშნული პრეზენტაცია შესანიშნავი პლატფორმა იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩვენი ისტორიის, მიმდინარე მარშრუტებისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების კუთხით . ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვას ტურიზმის ინდუსტრიასთან ერთად თანამშრომლობით, შეგვიძლია შევქმნათ საინტერესო შესაძლებლობები მოგზაურთათვის და ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის ტურისტული სექტორის ზრდას.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში - ბ-ნ ლევან დიასამიძე, მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ანდრეი კისტოლი, ხელოვნების და კრეატიული ინდუსტრიის ხელმძღვანელი ბორის კრემენე, მოლდოვას სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელის წარმომადგენელი, მოლდოვას რესპუბლიკის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას და ვიმედოვნებთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
პრეზენტაცია დასრულდა იდეების აქტიური გაცვლით და ნაყოფიერი დისკუსიებით, რაც ხაზს უსვამს Georgian Wings-ისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების საერთო ხედვას ორ რეგიონს შორის მდგრადი ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი ამა წლის 20 თებერვლიდან, ყოველ სამშაბათს და შაბათს თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით ახორციელებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება