USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფეიერვერკების იმპორტი 332%-ითაა გაზრდილი

ფეიერვერკების იმპორტი 332%-ითაა გაზრდილი

2023-10-13 20:00:46

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,689.66 ათასი დოლარის ღირებულების 402.34 ტონა ფეიერვერკები იმპორტი დაფიქსირდა, რაც მოცულობით ნაწილში 332%-იან ზრდას, ხოლო ღირებულებით ნაწილში 303%-იან ზრდას აჩვენებს.  2022 წლის 8 თვეში ქვეყანამ 419.3 ათასი დოლარის ღირებულების 93.11 ტონა ფეიერვერკები იყიდა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში ფეიერვერკების იმპორტი სულ 6 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა იმპორტის 69% ერთ ქვეყანაზე კონკრეტულად კი ჩინეთზე მოდის. 

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში ფეიერვერკების იმპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • ჩინეთი 278.21 ტონა - 1,106.70 ათასი დოლარი;
  • პოლონეთი 65.93 ტონა - 294.28 ათასი დოლარი;
  • ბულგარეთი 57.26 ტონა - 269.27 ათასი დოლარი;
  • გერმანია 0.77 ტონა - 14.76 ათასი დოლარი;
  • სლოვაკეთი 0.14 ტონა - 3.50 ათასი დოლარი; 
  • საფრანგეთი 0.03 ტონა - 1.15 ათასი დოლარი.

საქსტატის მონაცემებითვე, ფეიერვერკები იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2019 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 5,144.89 ათასი დოლარის ღირებულების 1,520.09 ტონა ფეიერვერკები იყიდა. 2022 წელს ქვეყანაში 845.67 ტონა ფეიერვერკების იმპორტი დაფიქსირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 264%-იან ზრდას აჩვენებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები