USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინური ინვეტიციები საქართველოს ეკონომიკაში - სტატისტიკა

ჩინური ინვეტიციები საქართველოს ეკონომიკაში - სტატისტიკა

2023-08-23 13:00:15

ბოლო წლების სტატისტიკით ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2018 წელს წელს - $76 მილიონი, ხოლო ყველაზე ცოტა - 2020 წელს (-  $35 მილიონი) განხორციელდა. 

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ჩინეთიდან საქართველოში 43 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს ქვეყანა 2022 წელს საქართველოს TOP - ინვესტორებში მეათეა. 

თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით სახეზეა, რომ ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი პანდემიამდე მზარდი იყო. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან 2016-2022 წლები. წყარო საქსტატი

  • 2016 წელი - $25,5 მილიონი;
  • 2017 წელი - $19,4 მილიონი;
  • 2018 წელი - $76 მილიონი;
  • 2019 წელი - $44,8 მილიონი;
  • 2020 წელი - კლება $35,1 მილიონი;
  • 2021 წელი - კლება $27,8 მილიონი;
  • 2022 წელი - $43,6 მილიონი. 

რაც შეეხება დარგებს, 2022 წელს ჩინეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია სამშენებლო სექტორში განხორციელდა - $7,6 მილიონი შეადგინა. ჩინურ ინვესტიციებში მეორეა უძრავი ქონება (ინვესტიცია $456 400) ხოლო მესამეა სამთო მოპოვება - $389 000.

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები